ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს

ოპოზიცია მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ლიდერები მათი მხარდამჭერების მობილიზაციას რეგიონებიდანაც გეგმავენ. აქციის მონაწილეები ამჯერადაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. მოთხოვნა უცვლელია – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებენ და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას აპირებენ.