გადაწყვეტილება მიღებულია. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს.
სამოქმედო სტრატეგია გულისხმობს არა მხოლოდ ამნისტიის აქტის შემუშავების პროცესში ჩართვას, არამედ ბიუროს სხდომებში, საკომიტეტო განხილვებში და სესიებში მონაწილეობას და კანონშემოქმედებით პროცესში აქტიურობასაც. თვეების განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების ახალი სამოქმედო გეგმა დღევანდელ ერთობლივ კონსულტაციებზე შეთანხმდა.
სტრატეგია გაუგებარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მომზადებული შეთანხმების მიღმა დარჩენილი პარტიებისთვის. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საერთო ოპოზიციურ ერთობაში კიდევ ერთი დისონანსი შეიტანა.