პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის შეცვლით ცვლილებების მოლოდინი არ აქვთ ოპოზიციურ სპექტრში.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობა ფორმალურია, ვინაიდან გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მას უფრო მოსწონს ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის უწყების პირველ პირად, ვიდრე ჯუანშერ ბურჭულაძე, თუმცა მას არ ჰგონია, რომ ახალი პრემიერისთვის თავდაცვა მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.