ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგში აქტუალობას არ კარგავს.
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ცალკეული ლიდერებისთვის ხელისუფლების ცვლილების გზა სწორედ რიგგარეშე არჩევნებზე გადის. ამ პოზიციას იზიარებს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომელიც ახლა მთავარ ამოცანად ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას მიიჩნევს. ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მმართველი გუნდის მარცხში და წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში დარწმუნებულია ბრიუსელიდან დაბრუნებული გიორგი ვაშაძეც. თუმცა ეს ის თემაა, რომელიც ოპოზიციური ერთობის მისაღწევად სწორად შერჩეული არ არის. ოპოზიციის ნაწილი ინიციატივის ავტორებს საკონსტიტუციო ჩანაწერს და რიგგარეშე არჩევნებისთვის საზოგადოებრივი განწყობების აუცილებლობას და საკონსტიტუციო ჩანაწერს ახსენებს. ვადამდელი არჩევნები არა სრულად პროპორციული, არამედ ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.