რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მუშაობს და აქციის თარიღზე მსჯელობს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა, რომ პროტესტის არგამოხატვა დანაშაულია, რაზეც სხვა ოპოზიციური პარტიებიც თანხმდებიან. მათი განცხადებით, პატრიოტები ქუჩაში უნდა გამოვიდნენ და ხელისუფლების შეცვლა მოითხოვონ. მმართველ გუნდში საკითხს არასერიოზულად აღიქვამენ და განმარტავენ, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი მხოლოდ არეულობაა.