ქართული და რუსული სპეცსამსახურების შესაძლო ფარული კავშირების შესწავლის მიზნით, „ლელომ“ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა დაარეგისტრირა. მათ ინიციატივას ხელს 51 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს. რეგლამენტის მიხედვით, საკითხს 26 სექტემბრის შემდეგ ბიუროზე განიხილავენ, რის შემდეგაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დადგება. გადაწყვეტილების მიღებას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. როგორც „ლელოში“ აცხადებენ, ეს დროებითი საგამოძიებო კომისია მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი იქნება, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნება.