ოპოზიციის ახალი გეგმის გარშემო აქტიური კონსულტაციები დაიწყო.
მოლაპარაკებათა მაგიდასთან ამჯერად მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების გვარები თანხმდება. მედიაში გავრცელებული არაოფიციალური სიის მიხედვით, თბილისის მაჟორიტარული ოლქები ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებზე ნაწილდება. ახლა საინტერესოა, ვინ რამდენ კვოტას მიიღებს და იქნება თუ არა 73-ოლქში წარსადგენი ერთიანი კანდიდატები ყველა, ანუ 20-მდე ოპოზიციური პარტიისთვის მისაღები.
დღეს გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთი კითხვა გააჩინა – რამდენად ჩართულია კონსულტაციებსა და კანდიდატურების შერჩევის პროცესში მთელი ოპოზიციური სპექტრი.
სიების და ათეულების შედგენის პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლებას ითხოვენ, თუმცა მეხუთე რაუნდის ჩატარება ისევ ეჭვქვეშ დგას.