კვლავ განხილვის თემაა საარჩევნო ბარიერი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხმების საჭირო რაოდენობის მოპოვების პრობლემა არ ექნებათ, თუმცა, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ბარიერის დაწევა უკეთესი იქნება. „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტავენ, რომ საარჩევნო ბარიერის ცვლილებას არ განიხილავენ და პარტიები სათანადოდ უნდა მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის.