კი ევროპას, არა რუსულ კანონს, – ამ სახელწოდებით ქუთაისში საზოგადოებრივი განხილვა მიმდინარეობს. პანელურ დისკუსიაში გია ჯაფარიძე, ლევან ცუცქირიძე, ბეჟან ჯავახია, ლელა ჯეჯელავა, ხათუნა ლაგაზიძე, ბაჩანა შენგელია, სტუდენტი ლუკა ჭოხონელიძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე მონაწილეობენ. გამარჯვების კოალიციის ფარგლებში განხილვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ესწრებიან.