ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტობის საერთო კანდიდატის შესახებ იწყებენ მსჯელობას.
10-მდე პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი დღეს „ახალი საქართველოს“ ოფისში შეიკრიბა და მოახლოებული არჩევნების საკითხი განიხილა.
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, გაერთიანებულ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში საერთო კანდიდატი ეყოლება. მისი ვინაობა კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.