ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს კიდევ ერთხელ აფასებს ოპოზიცური პარტიების ნაწილი. მოძრობა „შენების“ ლიდერი ამბობს, რომ პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელის პოლიტიკა, რაც მათ შორის მოსკოვურ ვოიაჟებს მოიცავს, მას არ მოსწონს. თუმცა დავით უსუფაშვილი იქვე განმარტავს, რომ ახლა, ამ მოცემულ სიტუაციაში, მთავარი ერთი იდეის გარშემო, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაერთიანებაა.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის პოზიციას, „ლელოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვური შეხვედრები მისთვის მიუღებელია.