გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო, საარჩევნო სისტემის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების გაგრძელება ეჭვქვეშ დგება.
ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს წყვეტს. ცალკეული ლიდერების მხრიდან კეთდება რადიკალური განცხადებებიც. მაშინ როცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, 30-მდე ოპოზიციური პარტია „ლეიბორისტების“ ოფისში იყო შეკრებილი და შეხვედრის მეხუთე რაუნდის წინ „ქართული ოცნებისთვის“ შესათავაზებელ წინადადებებზე მსჯელობდა. ოდირის დასკვნის და კომპრომისისკენ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების შემდეგ განიხილებოდა საპარლამენტო მანდატების განაწილების რამდენიმე ვერსია. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებამ ოპოზიციის დღის წესრიგი შეცვალა.
რა გეგმა აქვს ოპოზიციას მოლაპარაკებების შეწყვეტის შემთხვევაში, – ანა ბროლაძე ესაუბრა ოპოზიციონერ ლიდერებს.