კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად მაჟორიტარულ ოლქებს სწორედ ახალი საარჩევნო მოდელით ინაწილებენ.
უთანხმოების და განახგრძლივებული კონსულტაციების შემდეგ 26-მა პარტიამ თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები ხვალ უნდა დაასახელოს. გლდანსა და სამგორში, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ დაჯავშნა და გადაწყვეტილება პოლიტიკურ პარტნიორებს ბრიფინგით აცნობა, ზაალ უდუმაშვილისა და ნიკა მელიას კანდიდატურები განიხილება. „მოამბემ“ დედაქალაქის დანარჩენ ექვს ოლქში წარსდაგენი სავარაუდო კანდიდატების გვარებიც გაარკვია. თბილისისგან გასხვავებით, ოპოზიცია 22 რეგიონულ ოლქში დიდი ალბათობით საერთო სცენარით ვეღარ იმოქმედებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა რეგიონში საკუთარი კანდიდატი სურს, რომელთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყოს.