ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენის სტრატეგიაზე ვერ თანხმდება.
უთანხმოების მიზეზი ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, რომელიც თბილისისგან გასხვავებით რეგიონებში არცერთი ოლქის დათმობას და 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატურების დასახელებას გულისხმობს. „ევროპული საქართველო“ ყოფილ თანაგუნდელებს ოლქების გადანაწილების ორ ვარიანტს სთავაზობს და მოსაფიქრებლად რამდენიმედღიან ვადას აძლევს. შეთავაზებული წინადადებები „ნაციონალური მოძრაობისგან“ ოთხი ან რვა რეგიონული ოლქის დათმობას გულისხმობს, თუმცა ადრესატი პოზიციის გადახედვას არ აპირებს.
საარჩევნოდ დამოუკიდებელი გეგმები აქვს ლეიბორისტების ოფისში ჩამოყალიბებული ოპოზიციური ფორმატის მონაწილეთა ერთ ნაწილსაც. ყველა გამოსვლაში ოპოზიციონერი ლიდერების მთავარი გზავნილი არჩევნებში ერთიანობის შენარჩუნებაა.