ერთ-ერთი ვერსიით, ვაშაძე-ჩარკვიანის გადაწყვეტილება საარჩევნო სიის გარშემო უთანხმოებას უკავშირდება.
თაკო ჩარკვიანი საკუთარი კანდიდატურის დაყენებას საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში აპირებს, რომელზეც „ლეიბორისტების“ ოფისში ჩამოყალიბებული ოპოზიციური გაერთიანება ამ დრომდე ვერ შეთანხმდა. შესაბამისად ოპოზიციას ამ ოლქში საკუთარი კანდიდატურა ამ დრომდე არ წარუდგენია. თბილისის რვა ოლქისგან გასხვავებით, ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატების გარშემო საერთო სტრატეგიით ვეღარ იმოქმედებს რეგიონებში. „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი დამოუკიდებელი გეგმა აქვს, „ევროპული საქართველო“ კი ყოფილ თანაგუნდელებს პოზიციის შეცვლას ურჩევს და გადაწყვეტილების მისაღებად 2-3 დღეს აძლევს.
თეონა მანაგაძე განაგრძობს ოპოზიციის საარჩევნო ტაქტიკაზე საუბარს.