ოპოზიცია მაჟორიტარ დეპუტატებზე კვლავ ვერ თანხმდება. „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და რეგიონებში კანდიდატების დამოუკიდებლად წარდგენას გეგმავს. ლიდერების განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ მათ თბილისში, საბურთალოს ოლქშიც საკუთარი წარმომადგენელი დაასახელონ.
მათგან განსხვავებული პოზიცია აქვთ „ევროპულ საქართველოში“, ისინი მიიჩნევენ, რომ რეგიონებში ოპოზიციამ კანდიდატები ერთობლივად უნდა წარადგინონ. რაც შეეხება „ლეიბორისტულ პარტიას“, გადაწყვეტილებას კონსულტაციებს შედეგად მიიღებენ.