მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის გირაოს გამოყენებით გათავისუფლების გამო ოპოზიციონერი დეპუტატები შერჩევით სამართალზე საუბრობენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ამბობენ, საეჭვოა ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარეს არ დაუსახელებია, რა რაოდენობის ნარკოტიკზეა ბრალდებაში საუბარი. მათივე თქმით, მსგავსი კატეგორიის ბრალდებებზე დაკავებულ სხვა პირთა მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მიდგომა უფრო მკაცრია.
ოპონენტების საპასუხოდ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გირაოს გამოყენება არ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და ასევე მათი თქმით, მსახიობის სამართალდამცავი უწყებების მოხელეებთან ფოტოების გავრცელება მხოლოდ სპეკულაციაა.