რა კონფიგურაციით შეიძლება წარდგეს არჩევნებზე ოპოზიცია – პარტიების ნაწილში დიდი ერთობის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. ერთიანობის მნიშვნელობაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც თანხმდებიან, თუმცა რა სახით შეიძლება გადანაწილდნენ საარჩევნო მარათონში ხელისუფლების ოპონენტები, ამაზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს.