ოპოზიცია დღეს დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, განხილვის თემა მოსამართლეების დანიშვნა და ოპოზიციის აქტივისტების დაკავება იყო. მათ დიპლომატიურ კორპუსს ორასკაციანი სია გადასცეს იმ ადამიანების, რომლებიც 20 ივნისის შემდეგ პატიმრობაში არიან და რომელთა მიმართ საქმეა აღძრული. მზადდება კიდევ ერთი სიაც, რომელშიც მოსამართლეებისა და პროკურორების გვარები იქნება.
საფრანგეთის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზოგადი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროპა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ელოდება.