ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდის შემდეგ, ოპოზიცია დღეს სამოქმედო გეგმას დასახავს. ოპოზიცია ხელისუფლებისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდება მესამე რაუნდზე, რომელიც, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაიმართება.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდი გუშინ თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა ხელისუფლებას ახალი მოდელი, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები შესთავაზა, თუმცა, ოპოზიციის თქმით, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელის“ საკითხიც. მათი განცხადებით, მიუხედავად ამისა, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად იქნება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდიც.