პარტიები „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.
საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, რომ მერიის მიერ შემოთავაზებული პროექტი ვერ პასუხობს თბილისის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ის ბიუროკრატიული ხარჯის ზრდას ითვალისწინებს. განსხვავებულია უმრავლესობის პოზიცია.
„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ბიუჯეტი მომავალ წელს 90 მილიონი ლარით იზრდება და თითქმის მილიარდ ლარს აღწევს.
ოპოზიციას უმრავლესობა სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.