31 დღე საპარლამენტო არჩევნებამდე – როგორ აპირებენ სამომავლოდ თანამშრომლობას სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის ირგვლივ გაერთიანებულები და რა გეგმა აქვთ დოკუმენტის ხელმომწერებს. შეუმდგარი ალიანსის შემდეგ, პოზიტიურად ფასდება ოპოზიციაში პრეზიდენტის როლი პარტიებს შორის დიალოგში. „ლელომ“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე ხელი მოწერილია.
როგორც თავად პრეზიდენტი განმარტავს, „ქართული ქარტიის“ გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების მიზანი უნდა იყოს საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა, შემდეგ კი ფუნდამენტური პრობლემების მოგვარება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნება“ კონკურენტად არცერთ ოპოზიციურ ერთობას არ თვლის.