არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქტუალური ხდება არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარების საკითხი.
ოპოზიცია მხარს უჭერს ელექტრონულ სისტემას, თუმცა აღნიშნავენ, რომ არსებობს მანიპულაციის რისკები. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, არჩევნების გაყალბება ელექტრონული სისტემის არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე კი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ნდობა ძნელია, მათ შორის ელექტრონული არჩევნების პირობებშიც.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული განცხადებები 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციას ემსახურება. ამასთან, უმრავლესობა ოპოზიციას ახსენებს, რომ გასულ წლებში ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარების სურვილი თავად ოპოზიციას ჰქონდა.