ოპოზიცია ახალი დაჯგუფების ძიებაში

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნის საკითხი აქტიურდება. „ლელოს“ ინიციატივამ ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოება კიდევ უფრო გააღრმავა. მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური ძალა ორპოლუსიანობის გარღვევისა და მიზიდულობის მესამე ცენტრის შექმნის იდეით გამოდის – ახალი ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, ასეთია მომდევნო არჩევნებში „ლელოს“ გამარჯვების ფორმულა.

ოპოზიციური ძალა ხელისუფლების შეცვლის რესურსს სწორედ ყოფილი მმართველი პარტიისგან დისტანცირებაში და გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან მუშაობაში ხედავს. და ეს იმ ფონზე, როცა ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე დანარჩენ ოპოზიციას წინასაარჩევნოდ მასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და მცირე პარტიებს რეიტინგების ზრდაში დახმარებას სთავაზობს.

„ლელოს“ ინიციატივას ოპოზიციურ ფლანგზე განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუწვევია. პოლიტიკურ ძალას წარსულში ყოფილ მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაც შეახსენეს და არათანმიმდევრულობაზე მიუთითეს.

ერთად, ცალ-ცალკე თუ რამდენიმე გაერთიანებით – გიორგი კობერიძე არკვევდა, არჩევნების წინ რა პოლიტიკური კონფიგურაციებია მოსალოდნელი ოპოზიციაში.