პოლიტიკურ ასპარეზზე მალე შესაძლოა კიდევ ერთი ალიანსი გაჩნდეს.
„ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, ზურა „გირჩი“ ჯაფარიძესა და „დროას“ შორის თანამშრომლობა იწყება. გიორგი ვაშაძე პროევროპული მოძრაობის დაწყებას აანონსებს, მიზნად კი ხელისუფლების ცვლილებას და სამშობლოს გათავისუფლებას აცხადებს. რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა მომავალში, უცნობია, თუმცა, ამ ეტაპზე ოთხ პოლიტიკურ ძალას შორის საარჩევნო კოალიციის შექმნას კატეგორიულად გამორიცხავს „ლელო“. გაჩნდა შეკითხვა – ცდილობენ თუ არა ბოლო პერიოდში რადიკალური განცხადებებით გამორჩეული ოპოზიციური პარტიების ლიდერები „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას. მმართველი გუნდის გარდა დაანონსებული თანამშრომლობის იდეამ სკეპტიციზმი ცალკეულ ოპოზიციურ ძალებს შორისაც გამოიწვია.