„ოპერის ოქროს ხმა“ – ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. კონკურსი წელს პირველად ჩატარდა. მისი ორგანიზატორია, ცნობილი სოპრანო თამარ ივერი. „ოპერის ოქროს ხმამ“ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 82 ახალგაზრდა ვოკალისტი გააერთიანა და მათ შორის ქართველი კონკურსანტები. მიზანი, მუსიკოსების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო დონეზე მათი მუსიკალური შესაძლებლობების წარმოჩენაა. საპრიზო ფონდი 15 000 ევრო იყო. კონკურსის შედეგად გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული. გარდა ამისა, თამარ ივერის ინიციატივითა და ოპერის მომღერალ ირაკლი კახიძის მხარდაჭერით, კონკურსზე დაწესდა დიდი ქართველი ტენორის, ბათუმის ოპერის თეატრის დამფუძნებლის, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის პრემიაც, რომელიც ჟიურის რჩეულს გადაეცა.