საქართველოს გასაბჭოების თარიღს ონლაინ გამოფენა მიეძღვნება.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 100 წლის წინანდელი მძიმე მოვლენების და ოკუპაციის პერიოდის ამსახველ ისტორიულ ფოტომასალას და დოკუმენტაციას ერთ სივრცეში მოუყრის თავს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ემიგრაციაში წასულთა პირადი ჩანაწერები და უნიკალური მნიშვნელობის მიმოწერაც.