ორასამდე ქართველი ვეტერანი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, გენერალ დევი ჭანკოტაძესა და პარტიის პრემიერობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები მზად არიან არჩევნებზე დაიცვან თითოეული მოქალაქის ხმა, რისთვისაც სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ. შეკრებილების განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის სიაში მყოფი გენერალი, დევი ჭანკოტაძე პარლამენტში მოხვედრის შემდგ მოაგვარებენ ვეტერანების პრობლემებს.