„ომის სიჩუმე“ - ფოტოგამოფენა აფხაზეთის სერია ქალაქ ლეიდენში

ფონდი „არტ-ექოს“ ორგანიზებით, ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენში, ფრანგი ფოტოგრაფის ორელიენ ვილეტის გამოფენა „ომის სიჩუმე“ გაიხსნა.

ექსპოზიცია, ფოტოხელოვანის მიერ 2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებულ ათეულობით ფოტოს აერთიანებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2018 წელს ერთხელ უკვე გამოიფინა. ნამუშევრები, სახელმწიფოებს შორის ომების, ტერორიზმის, ეთნოკონფლიქტების შედეგად დასადგურებულ სიცარიელეს, სიჩუმეს, მარტოობას და ნოსტალგიას ასახავს. ფოტოგამოფენა, სოლიდარობაა 30 წლის წინანდელი საქართველოს მიერ გადატანილი პოლიტიკური და უკრაინაში დღეს მიმდინარე პროცესების მიმართ.

გამოფენა ქალაქ ლეიდენში 30 აგვისტომდე გაგრძელდება.