ომის ქრონიკა „მოამბის“ ობიექტივში

მოამბის გადამღები ჯგუფები, რომლებიც ომის დაწყებამდე ჩავიდნენ უკრაინაში, დეტალურად ყვებიან, რა ვითარებაში უწევდათ მუშაობა საბრძოლო მოქმედებების დროს და რამდენად დიდი საფრთხე არსებობდა ცრუ ინფორმაციის გავრცელების.

იხსენებენ უკრაინელების შემართებას და ემოციებს, როდესაც მათი ახლობლების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. „მოამბის“ ერთ-ერთი გადამღები ჯგუფი უკრაინაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ქვეყნის მთავრობის მიერ ორგანიზებულ სამხედრო სწავლებასაც ესწრებოდა. ეს ის დღეები იყო, როდესაც რეალურად  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო. მეორე გადამღები ჯგუფი კი, კიევში ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა და 24 თებერვალს, სწორედ პირდაპირი ჩართვისას გაისმა საჰაერო განგაშის სიგნალი, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ საჰაერო შეტევის საფრთხე არსებობდა.

რატი ხვისტანი, ჟურნალისტი; ირაკლი გედენიძე, ფოტოკორესპონდენტი; ლევან ახალაია, ჟურნალისტი;

დავით ცირეკიძე, ოპერატორი.