ომის მე-9 დღე - ვითარება ისრაელში

კონფლიქტის ზონაში სიტუაცია ყოველდღიურად უფრო რთული ხდება. ისრაელი ღაზის სექტორში სამი მიმართულებიდან – ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას აანონსებს, მოსახლეობას კი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს. თუმცა ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, დაჯგუფება „ჰამასი“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას აფერხებს და მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებს.

როგორი ვითარებაა კონფლიქტის ზონაში და კეთდება თუ არა რაიმე საიმედო პროგნოზები? – ქეთი ჩოხელი დეტალებით პირდაპირ ეთერში.