ერთდროულად ღაზა, ლიბანი და სირია – ისრაელი სამხედრო ოპერაციის მასშტაბებს აფართოებს.
ისრაელის არმიის სამიზნეა „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ პოზიციები და ირანული ტვირთების კოლონები. ბოლო იერიშების შედეგად მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. დაიბომბა ბეირუთის მრავალსართულიანი შენობა, სადაც ჯანდაცვის ცენტრი იყო განთავსებული. დაღუპულები არიან ჯანდაცვის მუშაკები. ისრაელი ლიბანის სამხრეთით სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ევროკავშირი ისრაელს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაზე მიუთითებს. პირველი ოქტომბრის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელი საპასუხო დარტყმით ემუქრება ირანსაც. ახლო აღმოსავლეთში ვითარება ყოველდღიურად იძაბება. ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ყატარის მეშვეობით გაუგზავნა შეტყობინება. თეირანი არ ისწრაფვის რეგიონული ომისკენ, მაგრამ ცალმხრივი თვითშეზღუდვის ფაზა დასრულდა – ასეთია ირანის პოზიცია.