დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ინტენსიური საავიაციო იერიშების ქვეშაა.
საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ქალაქი სევეროდონეცკი, რომლის ნაწილი რუსეთის საოკუპაციო ძალებს აქვთ დაკავებული. მარიუპოლის შემდეგ რუსი სამხედროები ახლა სწორედ ამ ქალაქის აღებას ცდილობენ. სიტუაციას კიდევ უფრო საფრთხის შემცველს ხდის ის ფაქტი, რომ სევეროდონეცკში ქიმიური ქარხანაა განთავსებული. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ხერსონის რეგიონშიც, რომელიც მტრის ასევე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ცეცხლის შესაწყვეტად მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. მოსკოვი მოლაპარაკებების შეჩერებას კიევს აბრალებს.