საომარი მოქმედებები უკრაინაში, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და ომგამოვლილი საქართველოს მიმართ გაზრდილი საფრთხეები – ოპოზიცია ხელისუფლებისგან უსაფრთხოების მიმართულებით ანტიკრიზისული პროგრამის მომზადებას და უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას მოითხოვს. ოპონენტებს ასევე აინტერესებთ, რა გეგმა აქვს ქვეყანას ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად. საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია, ყველა ნაბიჯის მათთან შეთანხმება, შესაძლო რისკების დაზღვევა და უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელება – ასეთია მმართველი გუნდის გზავნილები. პოლიტიკური სპექტრი საომარი მოქმედებების დროულად დასასრულებლად დასავლეთის მხრიდან ზომების გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს.