ომი უკრაინაში - ლიდერების გადაწყვეტილებები

უკრაინის პრეზიდენტი ისევ მოუწოდებს ნატო-ს, რომ „უკრაინის საჰაერო ზონა დახუროს და ქვეყანას საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს“. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა სენატორებთან ონლაინშეხვედრაზე, სადაც მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამ ეტაპზე ნატო პოზიციას არ ცვლის, ალიანსს მკაცრად აქვს შემოსაზღვრული ის წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც არ აპირებს. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ლიდერები აქტიურად საუბრობენ სანქციების გაფართოებაზე. ახალი ექვსპუნქტიანი გეგმა აქვს დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რომელიც საკუთარ ინიციატივას მომდევნო კვირაში წარადგენს. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის პოზიციას, ის მზად არის მოლაპარაკებისთვის, თუმცა, აქვე განმარტავს, რომ „რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული ძალები შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს და  დემილიტარიზაციის“ შესახებ მოსკოვის მოთხოვნების შესრულებას დათანხმდებიან. პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას  გამოთქვამს ვოლოდიმირ ზელენსკი.