ომი უკრაინაში - „დიდი ოცეულის“ შეხვედრა

დაძაბული სიტუაციაა უკრაინის საზღვართან მდებარე ბრიანსკის ოლქში, სადაც სროლის ხმა ისმოდა.

რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, რეგიონში უკრაინელმა დივერსანტებმა შეაღწიეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ აიღო. კიევში ინციდენტთან კავშირს უარყოფენ და მოსკოვს პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია ინდოეთიც, სადაც „დიდი ოცეულის“ შეხვედრა გაიმართა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ პირველად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ერთმანეთს შეხვდნენ. ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს უთხრა, რომ ვაშინგტონი კიევს დაეხმარება. თავის მხრივ კრემლში ბირთვული სახელმწიფოების დაპირისპირების რისკზე ალაპარაკდნენ.