უკიდურესად რთული ვითარებაა დონეცკის ოლქში.
ქალაქი ბახმუტი რუსეთის მხრიდან ინტენსიურად იბომბება. რეგიონის მოსახლეობა სახლებს ტოვებს. „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის წარუმატებლობის შემდეგ რუსეთმა ფრონტზე რეგულარული არმიის ნაწილები განალაგა. საოკუპაციო ძალების ინფორმაციით, ქალაქის ალყა უახლოესი კვირების პერსპექტივაა, რასაც ოფიციალური კიევი არ ადასტურებს. ბახმუტის დაკავებას სტრატეგიული დატვირთვა აქვს, რადგან მისი აღების შეთხვევაში რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან პლაცდარმს მიიღებს. გადამწყვეტ ბრძოლაში უკრაინის ხელისუფლება საჰაერო სივრცის დაცვას ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად აცხადებს.