კიევი ევროპის ქვეყნებს შეიარაღების და თანამედროვე თავდაცვითი სისტემების სასწრაფოდ მიწოდებას სთხოვს.
ომის მოსაგებად და სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად უკრაინისთვის მხოლოდ დაპირებები და მხარდამჭერი განცხადებები საკმარისი არ არის, კიევის მოთხოვნა შეიარაღების გაგზავნის კონკრეტული ვადების დასახელებაა. უკრაინის სამხედრო დახმარება დღის წესრიგის მთავარი თემაა ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე. ინტენსიური საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკია, სიტუაცია ყოველდღე მძიმდება ქარხანა „აზოტში“, რომელსაც ქალაქში დარჩენილი მოქალაქეები აფარებენ თავს.