ნანგრევებად ქცეული ქალაქები ლუგანსკში, რომელიც ახლა ძირითადი საომარი ქმედებების ეპიცენტრია.
გაძლიერებული შეტევის მთავარი სამიზნე ორი ქალაქი – სევეროდონეცკი და ლისიჩანსკია, რომლებსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ვერ აკონტროლებენ. სწორედ სევეროდონეცკის ალყაში მოქცევაა რუსი სამხედროების ერთ-ერთი ამოცანა. ფრონტის ხაზზე უპირატესობის მოსაპოვებლად კიევი დასავლეთისგან შეიარაღების სასწრაფოდ მიწოდებას ითხოვს. უკრაინის ხელისუფლების პირველი პირებისგან რიტორიკა სულ უფრო მკაცრდება იმ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.