უკრაინა რუსეთის მორიგი მასშტაბური ავიაიერიშების სამიზნეა.
დაიბომბა რამდენიმე ქალაქი, სარაკეტო დარტყმები მიიტანეს კიევზეც. დაიღუპა ექვსი ადამიანი. არიან დაშავებულები. ზელენსკი დასავლეთის მიმართ მეტი სამხედრო დახმარების მოთხოვნას ააქტიურებს. საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი ახლა ტრამპის მომავალი ადმინისტრაციისკენ და რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ მისი სტრატეგიისკენაა მიმართული. ყველა ელოდება, როგორ ესახება უმოკლეს დროში ომის დასრულება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, რომელმაც შესაბამისი დაპირება წინასაარჩევნო მიმართვების დროს არაერთხელ დადო. მედიით დღეს ტრამპის კიდევ ერთი გეგმის შესახებ გახდა ცნობილი.