გადამწყვეტი ბრძოლები ბახმუტისთვის.
რუსეთის საოკუპაციო ძალები ზელენსკის ქალაქიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის იერიშის შეკავებას განაგრძობენ. რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ ბახმუტის ასაღებად ბრძოლა ექვსი თვეა მიმდინარეობს, საოკუპაციო ძალები მის ალყაში მოქცევას ცდილობენ. თუმცა, მიზანი მიღწეული არ არის. უკრაინის ხელისუფლება დასავლეთის მიმართ შეიარაღების მიწოდების მოთხოვნას კიდევ უფრო ააქტიურებს. რუსეთის შესაჩერებლად უკრაინის პირველი პირი პირველ რიგში არტილერიის, ჭურვების და თვითმფრინავების მიწოდებას ითხოვს.