უკრაინამ შესაძლოა საპასუხო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელოს. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სამხედრო მეთაურებთან თათბირზე 2023 წელს, უკრაინისთვის გადამწყვეტი წელი კიდევ ერთხელ უწოდა. თავის მხრივ, ნატოში სამხედრო ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ დასავლეთი ხანგრძლივი ომისთვის მზად უნდა იყოს. რუსეთის არმია კი ისევ აგრძელებს უკრაინის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაბომბვას. დღეს სამიზნე დონეცკის ოლქის დასახლებები გახდა. პარალელურად, რუსულ სოციალურ ქსელებში უკრაინელების მიერ ქალაქ მაკიივკაზე მიტანილი იერიშის გამო, რუსი სამხედრო მეთაურების კრიტიკა უკვე ღიად ისმის.