სირიის სამხრეთით მდებარე აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის ზავი დაირღვა. საომარი მოქმედები გრძელდება.
გაეროს რეზოლუციის შემდეგ, ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სირიის მთავრობის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა. ზავი სირიის ჯარის მიერ ალყაში მოქცეული აღმოსავლეთ ღუტადან მოქალაქეების გამოყვანას ითვალისწინებდა. კრემლში ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ზეწოლის ფონზე მიიღეს, მას შემდეგ, რაც გაეროს რეზოლუცია სირიის მთავრობამ უგულებელყო.
მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რეგიონს სირიის ავიაცია თითქმის ორი კვირაა ბომბავს, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.