ომი ისრაელში

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ისრაელს ტოვებენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით მორიგი ავიარეისი განხორციელდა. მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო. მათი ინფორმაციით, ისრაელში ვითარება კონტროლის ქვეშაა, თუმცა ცხადდება ახალგაზრდების მობილიზება და გაწვევა.

„მოამბე“ ისრაელში დარჩენილ ქართველებსაც ესაუბრა. რას ყვებიან მძიმე თავდასხმის თვითმხილველები და როგორი ვითარებაა ისრაელში, ამას თეონა ხუბულავა გვეტყვის.