„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს ეკონომიკის მინისტრი. გიორგი ქობალიას განცხადებით, აღნიშნული საქმე საქართველოში ეკონომიკის მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ვერ იქონიებს. მისივე თქმით, ნებისმიერ საერთაშორისო ინსტანციას ექნება ეჭვი, რომ „ომეგა“ ვალის გადახდისაგან თავის არიდებას ცდილობს.