ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით – ეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაა.
გამოძიებამ დღეს გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელსაც უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები. დასკვნის ძირითად ნაწილს და პოლიტიკურ შეფასებებს გიორგი კობერიძე გაგვაცნობს.