ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა

ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის თანამდებობას: პარლამენტს არჩევანის გასაკეთებლად ერთი თვე რჩება. დეპუტატებმა დღეს ომბუდსმენობის კიდევ ხუთ კანდიდატს მოუსმინეს. ალექსანდრე კობაიძე, ლევან კოკორაშვილი, სერგო მახარაძე, გიორგი მარიამიძე, ნუგზარ კოხრეიძე – ოთხი მათგანი იურისტი, ერთი კი ფილოლოგია. საკუთარი ხედვების გაცნობის შემდეგ დაისვა კითხვები, რა დროსაც „ქართული ოცნების“ გარდა ოპოზიციონერი დეპუტატებიც აქტიურობდნენ. პოზიცია უცვლელია – ოპოზიციის ნაწილი კვლავ მესამე სექტორის მიერ მხარდაჭერილ სამ კანდიდატს ლობირებს. მოსასმენი რჩება კიდევ შვიდი კანდიდატურა, მათ შორის ერთადერთი პოლიტიკოსი კანდიდატი იაგო ხვიჩიაცაა.