ომბუდსმენის შერჩევის კრიტერიუმები - შეხვედრა პარლამენტში

ომბუდსმენის შერჩევის კრიტერიუმებზე პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანების ტექსტთან დაკავშირებით ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეხვდება. კონსულტაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მასში „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატების გარდა ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. ახალი წესის მიხედვით სახალხო დამცველის პოსტს 90 დეპუტატის მხარდამჭერის მქონე კანდიდატი დაიკავებს. არჩევის პროცესში ჩართულობაზე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გამოთქვა მზადყოფნა, გარდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“. გიორგი ვაშაძე კოლეგებს პროცესისადმი ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ კონსულტაციაზე მხარეები შეჯერდნენ სახალხო დამცველის შერჩევისას შეფასების კრიტერიუმებზე. შესაბამის ბრძანებას სპიკერი სავარაუდოდ დღის ბოლომდე გამოსცემს, რის შემდეგაც დაიწყება კანდიდატების შერჩევის პროცესი.