სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები დღეს მიხელ სააკაშვილს „ვივამედში“ მოინახულებენ. მანამდე კი კლინიკაში გიული ალასანია მივიდა. ყოფილი პრეზიდენტის დედის განცხადებით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს. ალასანიას არ გამორიცხავს, რომ ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ სარჩელს დაერთოს. სარჩელის გაგზავნას კი სააკაშვილის ადვოკატები უახლოეს პერიოდში გეგმავენ.