ომბუდსმენის განცხადება

„თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი შეისწავლის.

ნინო ლომჯარიას თქმით, გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე და მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან პირადი შეხვედრის დროს გამოკვეთილი საკითხები საყურადღებოა. მისივე თქმით,  მოკვლევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დაკონკრეტდება.